17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
დეანდრე ჯორდანმა აგენტები დაითხოვა

დეანდრე ჯორდანმა შეწყვიტა თანამშრომლობა აგენტებთან, დენ ფეგანთან და ჯერინ აკანოსთან.

კალათბურთელმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ მასთან მოლაპარაკებების არასწორად წარმართვის გამო კლიპერსი 250 ათასი დოლარით დააჯარიმა.

სატრანსფერო სეზონის დროს ჯორდანი ჯერ სიტყვიერად დათანხმდა დალასთან კონტრაქტის გაფორმებას, მოგვიანებით კი გადაიფიქრა და ლოს ანჯელესში დარჩენა გადაწყვიტა.

 

 

 

წყარო: Los Angeles Times

დღის ამბები