ანხელ დი მარიამ დაადასტურა, რომ მას უთანხმოება ჰქონდა მანჩესტერის მთავარ მწვრთნელთან და სწორედ ვან გაალის მუშაობის მეთოდების გამო წავიდა გუნდიდან.
„მანჩესტერში კარგად ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე. გარდა ამისა, შევიცვალე სათამაშო ამპლუა და ისე გამოვია, რომ უფრო დიდ დროს სათადარიგოთა სკამზე ვატარებდი, ვიდრე მოედანზე. რთულია შეეგუო ვან გაალს, რადგან მას თავისი ფილოსოფია გააჩნია“, - განაცხადა დი მარიამ.
არგენტინელმა ნახევარმცველმა მანჩესტერში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და წელს 44.3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, პსჟ-ში გადავიდა.
წყარო: SKY SPORTS