კვირას მონცაში იტალიის გრანპრი გაიმართება, სადაც სებასტიან ფეტელი წარმატებით გამოსვლას გეგმავს.
“მონცასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. თანაც, ფერარის პილოტის რანგში აქ ჩამოსვლა განსაკუთრებული მოვლენაა. მოუთმენლად ველი ჩვენს გულშემატკივრებთან შეხვედრას”, - განაცხადა სებასტიან ფეტელმა.
საერთო ჩათვლაში ფეტელი მესამე ადგილზე იმყოფება. გერმანელი პილოტი ლიდერ ლიუის ჰემილტონს 67 ქულით ჩამორჩება.
წყარო: formula1.ferrari.com