17 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ლიოვს რაფინია არ სჭირდება

იმის მიუხედავად, რომ ბუნდესნაკრების მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ გერმანიაში არცთუ ბევრი ტალანტია, იოახიმ ლიოვი არ აპირებს ეროვნულ გუნდში რაფინიას მიწვევას.

„ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა ლიოვმა.

აჟიოტაჟი რაფინიას მსოფლიო ჩემპიონების შემადგენლობაში შესაძლო თამაშის ირგვლივ მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ბრაზილიელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ლამმა განაცხადა, რომ მის თანაგუნდელს შეუძლია გერმანიის ნაკრების დახმარება.

რაფინიას არასოდეს უთამაშია ბრაზილიის ნაკრებში, ამიტომ მას უფლება აქვს მოირგოს გერმანიის ეროვნულ ნაკრების მაისური. თუმცა, ლიოვს ურჩევნია ისეთ ფეხბურთელებს მისცეს შანსი როგორებიც იულიან ბრანდტი და ლეონ გორეცკა არიან.

 

 

 

წყარო: SPORTBILD

დღის ამბები