17 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
რუნის ვაჟი ბარსელონას გულშემატკივარია

უეინ რუნის მეუღლემ გასული უქმეები ბარსელონაში გაატარა და თან ვაჟი სახელად კაი წაიყვანა.

დასვენების დღეები უმცროს რუნის მართლაც შთამბეჭდავი გამოუვიდა. მან გადაიღო სურათები ბარსელონას თითქმის ყველა ვარსკვლავთან, მათ შორის ლიონელ მესისთან, ლუის სუარესთან, ნეიმართან და ხერარდ პიკესთან.

ფოტოები რუნის მეუღლემ, კოლინმა თავისი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.

„შესანიშნავი დასვენების დღეები ბარსელონაში. მადლობა პიკეს, კაიმ ცხოვრებაში საუკეთესო დრო გაატარა. ის ძალიან ბედნიერია“, - წერს კოლინი სოციალურ ქსელში.

ბარსელონას ვარსკვლავებთან გასახდელში სტუმრობის გარდა, კაი რუნი მალაგასთან მატჩსაც დაესწრო.

 

 

 

 

წყარო: Eurosport.ru

 

დღის ამბები