მადრიდელებმა უარი თქვეს მცდელობაზე დაემტკიცებინათ, რომ კლუბმა დროულად გააგზავნა საბუთები მეკარის ტრანსფერის დასადასტურებლად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში.
ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე ევროპული მედია საშუალება, UEFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ხეა 2015-2016 წლების სეზონს იუნაიტედში გაატარებს და მოქმედ კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავს.
კეილორ ნავასი კი, რომელიც გარიგების თანახმად მანჩესტერში უნდა გადასულიყო, მადრიდში დარჩება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მანჩესტერმა დააგვიანა დოკუმენტების გადმოგზავნა, მაგრამ ეს ცნობა თავად მადრიდელებმა უარყვეს და განაცხადეს, რომ იუნაიტედისგან მათ ყველაფერი 23:59 საათზე – ფანჯრის დახურვამდე 1 წუთით ადრე მიიღეს და მომენტალურად დასარეგისტრირებლად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში გადააგზავნეს. ფედერაციის თქმით კი დოკუმენტების მიღების დროდ 00:28 წუთია დაფიქსირებული.
წყარო: Marca