დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში UEFA-ს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა.
საფეხბურთო კლუბ საბურთალოს მეტოქე დანიური მიდტიულანდი იქნება.
პირველი მატჩი დანიაში 30 სექტემბერს ჩატარდება, განმეორებით შეხვედრა კი თბილისში 21 ოქტომბერს გაიმართება.
იმ შემთხვევაში თუ საბურთალოს ახალგაზრდულმა გუნდმა დანიური ბარიერი წარმატებით დაძლია, ბულგარეთის ლიტექსისა და პოლონურ ლეგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
წყარო: fcsaburtalo.ge