ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაზემ ფეხბურთის განვითარების საკუთარი გეგმა წარადგინა.
"განვითარება წარმატების გზით"-ასე ეწოდება არველაძის პროგრამას რომლის პრეზენტაციასაც ვეტერანი ფეხბურთელები, ხელოვანები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. სპეციალურად პრეზენტაციისათვის თურქეთიდან ტრაბზონსფორის მთავარი მწვრთნელი,შოთა არველაძეც ჩამოვიდა.
"ამ პროგრამის განხორციელება რეალურია და ამის რომ არ მჯეროდეს, კანდიდატად არ დავრეგისტრირდებოდი. კარგი პერიოდებიც გვქონდა და ცუდიც. ფეხბურთში ბევრი პრობლემებია, მაგრამ არის წარმატებები. თუ მომდევნო 4 წელი ფედერაციის პრეზიდენტი ვიქნები, წარმატებები გაიზრდება. ვაცნობიერებ იმ შეცდომებს და პრობლემებს, რომელიც იყო და დღესაც არის. ჩემ ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ. მე ჩემი თავისთვის არ ვზრუნავ. ეს ყველაფერი, რაც პროგრამაშია, განხორციელებადია,"- ამბობს რევაზ არველაძე
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ამ დროისთვის სამი პირია დარეგისტრირებული. არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.