როჯერ ფედერერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის ღია პირველობისთვის კარგად მოემზადა და პირველ წრეში ლეონარდო მაიერი 6:1, 6:2, 6:2 დაამარცხა. მატჩი მხოლოდ 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.
თავისი მატჩი მოიგო კიდევ ერთმა შვეიცარიელმა. სტენ ვავრინკამ ალბერტო რამოსი სამ სეტში - 7:5, 6:4, 7:6 დაამარცხა.
ფავორიტებიდან ყველაზე მეტად ენდი მარეის გაუჭირდა. ნიკ კირიოსისთვის მოსაგებად მას 4 სეტი დასჭირდა - 7:5, 6:3, 4:6, 6:1.
წყარო: usopen.org