17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ბარსელონას პრეზიდენტი მადრიდს ადანაშაულებს

ხოსეპ მარია ბარტომეუ აზრით, მადრიდის რეალი ბარსელონას ხელოვნურ პრობლემებს უქმნის. კატალონიური კლუბის პრეზიდენტს არ დაუსახელებია კონკრეტულად ვინ არის ამით დაკავებული დედაქალაქში, მაგრამ ისაუბრა შექმნილი მდგომარეობის მიზეზებზე.

„მადრიდში ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ნეიმარმა მათ მაგივრად ბარსელონა აირჩია და ამიტომ უქმნიან სირთულეებს კლუბს და თავად ნეიმარს. ბარსელონას და მისი ფეხბურთელების ინტერესების დაცვით არასოდეს დავიღლები. ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო“, - განაცხადა ბარტომეუმ.

კატალონიელებმა ნეიმარის 57.1 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერი ოფიციალურად 2013 წელს დაადასტურეს. თუმცა, ესპანეთის პროკურატურის ინფორმაციით, გარიგების თანხამ 94.8 მილიონი შეადგინა.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

წყარო: goal.com

დღის ამბები