ევროპაში მიგრანტებზე გახშირებულ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება გერმანიის საფეხბურთო ნაკრები.
მთელი გუნდის სახელით ვიდეო რგოლში მონაწილეობა ჟერომ ბოატენგმა, ილკაი გიუნდოგანმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, მესუთ ოზილმა და ტონი კროოსმა მიიღეს.
მსოფლიო ჩემპიონების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გერმანია და გერმანელები პატივს სცემენ გახსნილობას, ტოლერანტობას, პატივისცემას და ფეირპლეის, ნაკრები კი ამ პრინციპების ერთგულია.
ამავე დროს მიმართვაში ფეხბურთელები გმობენ ძალადობას და ქსენოფობიას.
წყარო: team.dfb.de