მანჩესტერმა უარი თქვა მარკო როისის ტრანსფერზე, რადგან მოთხოვნილი 60 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 80 მილიონი ევრო) ძალიან მაღალ ფასად მოეჩვენა.
მას შემდეგ რაც გერმანელის სატრანსფერო ღირებულება გაიგეს, იუნაიტედის ხელმძღვანელებმა ყურადღება სხვა ფეხბურთელებზე გადაიტანეს.
სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, მანჩესტერმა შეიძინა ანტონი მარსიალი. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაუჯდა.
წყარო: ESPN