შეერთებული შტატების ღია პირველობაზე მორიგმა სათამაშო დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ადვილად მოუგო ანდრეას ჰაიდერ-მაურერს - 6:4, 6:1, 6:2. ასევე სამ სეტში გაიმარჯვა რაფაელ ნადალმა, რომლის მეტოქეც სებასტიან შვარცმანი იყო - 7:6, 6:3, 7:5.
„ვგრძნობ ენერგიას და გულშემატკივრების მხარდაჭერას. ნიუ იორკში თამაში ძალიან მომწონს“, - განაცხადა მატჩის შემდეგ რაფაელ ნადალმა.
თავისი მატჩი მოიგო სერენა უილიამსმაც. ამერიკელმა კიკი ბერტენსი დაამარცხა - 7:6, 6:3.
დღეს მომდევნო ეტაპის საგზურისთვის როჯერ ფედერერი და ენდი მარეი იბრძოლებენ.
წყარო: usopen.org