4 ოქტომბერს თბილისში წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დაიწყება.
თბილისის ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, საფრანგეთის, გერმანისაა და უნგრეთის ჩემპიონი გუნდები მიიღებენ .
თბილისის ლოკომოტივი ნახევარი წელია რაც შეიქმნა, თუმცა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა და პირველად მონაწილეობს მსგავსი მასშტაბის ტურნირში.
ქართული გუნდი 4 ოქტომბერს ოლიმპიკის აუზზე საფრანგეთის მარსელს დაუპირისპირდება.