ანდრეას ჰაიდერ-მაურერის დამარცხების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა საცეკვაოდაც მოიცალა.
სერბმა ტრიბუნებიდან ფანს დაუძახა და მასთან ერთად თავისი საცეკვაო შესაძლებლობები პირდაპირ კორტზე გამოავლინა.
სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მისი გადაღება მატჩის სანახავად მისულმა ჰოლივუდის მსახიობმა ჯეიმი ფოქსმაც კი გადაწყვიტა.
მოგვიანებით ჯოკოვიჩმა განმარტა, რომ ამ გულშემატკივარს უკვე წლებია თავის მატჩებზე ხედავს.
წყარო: eurosport.com