ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშზე დავიდ დე ხეა იკერ კასილიასს გაეხუმრა და ბურთი ფეხებს შორის გაუტარა.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2 მეკარეს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, რაც მადრიდის რეალს უკავშირდებოდა.
კასილიასმა სამეფო კლუბი წელს დატოვა და პორტუში გადავიდა. დე ხეას ბლანკოსში ტრანსფერი კი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
წყარო: as.com