17 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ბაიერნი მიგრანტებს დაეხმარება

მიუნჰენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაეხმაროს მიგრანტებს. ამის შესახებ, კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ბაიერნი გეგმავს მიგრანტებისთვის მოაწყოს საწვრთნელი შეკრება. ამაში კლუბს დაეხმარება ქალაქ მიუნჰენის მერია. ბავშვები და ახალგაზრდები ივარჯიშებენ ბაიერნში, ისწავლიან გერმანულს და მიიღებენ საფეხბურთო ეკიპირებას. ბაიერნი ასევე ამხანაგური მატჩიდან მიღებულ 1 მილიონ ევროს მოახმარს მიგრანტებისთვის განკუთვნილი პროექტების ფინანსირებას“, - ნათქვამია ბავარიული კლუბის განცხადებაში.

მომდევნო საშინაო მატჩში ბაერნის ფეხბურთელები მოედანზე გავლენ როგორც გერმანელი, ასევე მიგრანტი ბავშვების თანხლებით. 

„ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ ბავშვებს, ქალებს და მამაკაცებს, რომლებსაც ამჟამდ დახმარება ჭირდებათ“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

გარდა ამისა, კლუბი შეეცდება მიიღოს აქტიური მონაწილება ყველა პროექტში, რომელიც იქნება მიმართული მიგრანტების დასახმარებლად.

 

 

წყარო: fcb.de

დღის ამბები