17 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ბოატენგი - „ყველას სურს რომ გვარდიოლა დარჩეს“

გერმანიის ნაკრების მცველის თქმით, ბაიერნში როგორც ფეხბურთელებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელობას სურთ, რომ პეპ გვარდიოლამ მიუნჰენში მუშაობა გააგრძელოს.

„ვხედავ, რომ ის თავდადებით მუშაობს და კლუბისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა. გვარდიოლა ყველა ჩვენგანს შესაძლებლობების გამოვლენაში გვეხმარება და ჩვენ ვძლიერდებით როგორც გუნდი“, - განაცხადა ჟერომ ბოატენგმა.

გვარდიოლას მოქმედი ხელშეკრულება 2016 წელს იწურება. ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

 

 

წყარო: goal.com

ფოტო: dfb.de  

დღის ამბები