დავიდ დე ხეა შესაძლოა დათანხმდეს მანჩესტერის შეთავაზებას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.
მეკარე რეალში უნდა გადასულიყო, მაგრამ ბლანკოსმა დოკუმენტაცია ვადის ამოწურვიდან მხოლოდ 28 წუთის შემდეგ შეიტანა დასარეგისტრირებლად და ტრანსფერი ჩაიშალა.
ორშაბათიდან მოყოლებული დე ხეა აქტიურ კონტაქტშია თავის აგენტთან, რადგან ვან გაალი მისგან კონტრაქტის გაგრძელებას ითხოვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება დე ხეას ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია.
თუ ესპანელ მეკარეს არ ექნება სათამაშო პრაქტიკა, მან შესაძლოა ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაკარგოს. ამის შესახებ ვისენტე დელ ბოსკემ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წყარო: goal.com