საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ქართველი კალათბურთელები C ჯგუფში ჰოლანდიის გარდა, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთის და მაკედონიის ნაკრებებს შეხვდება.
იგორ კოკოშკოვის მიერ მომზადებული გუნდი ხორვატიაში დღეს ჩავიდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
პირველ თამაშში წარმატებას საქართველოს ნაკრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
შეხვედრა 5 სექემბერს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ფოტო:GBF.ge