საქართველოსა და შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებებმა დღეს დინამო არენაზე ივარჯიშეს.
პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტების კითხვებს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა გორდონ სტრაჩანმა და კახა ცხადაძემ უპასუხეს.
"საქართველოს ნაკრები საკმაოდ სახიფათო მეტოქეა. თუმცა, თბილისში ჩვენმა კონკურენტებმა გამარჯვება იზეიმეს და ვალდებული ვართ სამი ქულა მოვიპოვოთ. სატურნირო ცხრილში დაძაბული სიტუაციაა და ამ მხრივ საქართველოსთან მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება",- განაცხადა სტრაჩანმა.
საშინაო კედლების იმედი აქვს კახა ცხადაძეს, რომელიც ფეხბურთელების მოტივაციაზე აკეთებს აქცენტს.
„ორივე გუნდს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შანსი აქვს რომ გავიდეს მესამე ადგილზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შოტლანდიაზე ვლაპარაკობ. მოტივაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ სახლში ვთამაშობთ“, - აღნიშნა ცხადაძემ.
საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ტრავმირებული სანდრო კობახიძე.
შეხვედრა დინამო არენაზე ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.