როჯერ ფედერერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამერიკის ღია პირველობისთვის კარგად მოემზადა. შვეიცარიელმა სწრაფად, სამ სეტში მოუგო სტივ დარსის და შემდეგ ეტაპზე გავიდა - 6:1, 6:2, 6:1.
გაუჭირდათ თავიანთი მატჩების მოგება ტურნირის სხვა ფავორიტებს. სტენ ვავრინკას სამივე სეტში ტაი ბრეიკის გამართვა დასჭირდა. მან ჰიონ ჩუნგი 7:6, 7:6, 7:6 დაამარცხა.
ენდი მარეიმ კი ადრიან მანარინოსთან პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ, მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შეძლო და შემდეგი სამი სეტი მოიგო - 5:7, 4:6, 6:1, 6:3, 6:1.
„ვამაყობ იმით, როგორ ვიბრძლე გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მატჩის შემდეგ მარეიმ.
წყარო: tennis.com