ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საგზურს ისლანდიის ნაკრებს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს.
გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კუნძლელებმა 18 ქულა მოაგროვეს და მესამე ადგილზე მყოფ ჰოლანდიელებს ახლა უკვე 8 ქულით უსწრებენ. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე კი მხოლოდ სამი მატჩია დარჩენილი.
ჰოლანდიელთა კარში ერთადერთი გოლი გულფი სიგურდსონმა გაიტანა.
ნიდერლანდელთა მარცხით ისარგებლებს მეორე ადგილზე მყოფმა ჩეხებმა და მათთან სხვაობა ექვს ქულამდე გაზარდეს. მასპინძლებმა პრაღაში ყაზახეთი ნაკრებს ოუგეს. 7 ტურის შემდეგ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ევროპის ჩემპიონატმა ჰოლანდიის გარეშე ჩაიაროს.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა უელსის ნაკრებმა. ბრიტანელებმა გასვლაზე კვიპროსი გარეტ ბეილის გოლით დაამარცხეს და B ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ.
საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა A, B და H ჯგუფებში:
A ჯგუფი
ჩეხეთი - ყაზახეთი 2:1
ჰოლანდია - ისლანდია 0:1
თურქეთი - ლატვია 1:1
B ჯგუფი
ბელგია - ბოსნია 3:1
კვიპროსი - უელსი 0:1
ისრაელი - ანდორა 4:0
H ჯგუფი
აზერბაიჯანი - ხორვატია 0:0
ბულგარეთი - ნორვეგია 0:1
იტალია - მალტა 1:0
წყარო: uefa.com