რეალის პრეზიდენტის აზრით, დე ხეას ტრანსფერის ჩაშლაში დამნაშავე მანჩესტერ იუნაიტედია.
„კონტრაქტი მათ ორის ნახევარზე გადავუგზავნეთ. ვერ გამიგია რისთვის დასჭირდათ 8 საათი და დროს წელავდნენ“, - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
თავის მხრივ მანჩესტერი ტრანსფერის ჩაშლაში რეალს ადანაშაულებს. ინგლისურმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა.
არსებული მდგომარეობის გამო, დე ხეამ შესაძლოა მანჩესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია ჰქონდეს.
წყარო: Cadena Ser