იუვენტუსი დათანხმდა ჩელსის წინადადებას, რომელის მიხედვითაც ლონდონელები ტურინელებს პოგბას სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. თუმცა, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ ინგლისში გადასვლაზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება თავის აგენტთან მინო რაიოლასთან საუბრის შემდეგ მიიღო.
გარდა ამისა, პოგბა იუვენტუსში თავისი როლით კმაყოფილია. გასულ სეზონში მან სერია ა-ში 26 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
წყარო: Gazzetta dello Sport