17 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ფორმულა 1- ლუის ჰემილტონმა ლიდერობა გაიმყარა

მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა, ლუის ჰემილტონმა იტალიის დიდი პრიზი დამაჯერებლად მოიგო და 12 რბოლის შემდეგ, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატს ახლა უკვე 53 ქულიანი სხვაობით ლიდერობს.

მონცას 306 კილომეტრიანი ტრასა ჰამილტონმა 1 საათსა და 18 წუთში გაიარა. მომდევნო ადგილები ფეტელმა და ბრაზილიელმა ფელიპე მასამ გაიყვეს.

კონსტრუქტორთა დავაში 451 ქულით მერსედესი ლიდერობს, ფერარის კი 270 ქულა აქვს.

 

 

 

ფოტო: abplive.in 

დღის ამბები