17 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ევრობასკეტი 2015 - საქართველო სლოვენიასთან დამარცხდა

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 68:79 დამარცხდა.

სლოვენიელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, საქართველომ მხოლოდ სამი. მატჩის საუკეთესო მროლელი სლოვენიელი პრეპელიჩი იყო 21 ქულით.

პარალელურად  ჰოლანდიამ მაკედონიასთან  71:78 წააგო, ხოლო საბერძნეთმა ხორვატია 72:70 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეექვსე ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელები მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

 

ფოტო: gbf.ge

დღის ამბები