დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება.
ევრო 2016- ის შესარჩევი ეტაპის მატჩს, მასპინძლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – ირლანდია ჯგუფში მესამე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებს თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანო ანანიძე დააკლდება , ფეხბურთელი ტრავმირებულია. თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა კი სერიოზული არ აღმოჩნდა.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.