კვირას გამართული მატჩების შედეგად, ისლანდიამ და ჩეხეთმა ქულების ერთნაირი რაოდენობა (19) მოაგროვეს, A ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
კუნძულელებმა თავიანთი შეხვედრა ყაზახეთის წინააღმდეგ ფრედ დაასრულეს. თუმცა, საგზურის მოსაპოვებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან ჰოლანდიის ნაკრებმა მორიგი მატჩი წააგო.
ნიდერლანდელებმა თურქეთში სამი უპასუხო ბურთი მიიღეს და ახლა ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენის რეალური საშიშროების წინაშე არიან. ჰოლანდია მეოთხე ადგილზეა და უკვე 2 ქულით ჩამორჩება თურქეთის ნაკრებს. პლეი ოფში თამაშის საშუალება კი მხოლოდ მესამე ადგილზე გასულ რვა გუნდს მიეცემა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე სულ 9 მატჩი გაიმართა:
A ჯგუფი
ლატვია - ჩეხეთი 1:2
თურქეთი - ჰოლანდია 3:0
ისლანდია - ყაზახეთი 0:0
B ჯგუფი
უიელსი - ისრაელი 0:0
ბოსნია - ანდორა 3:0
კვიპროსი ბელგია 0:0
H ჯგუფი
მალტა - აზერბაიჯანი 2:2
ნორვეგია - ხორვატია 2:0
იტალია - ბულგარეთი 1:0
წყარო: uefa.com
ვიდეო: goalsarena.org