17 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ევრობასკეტი 2015 – მეორე სათამაშო დღე

მეორე სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ბერლინში გაიმართა. მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე გერმანიასა და სერბეთს შორის ანგარიში თანაბარი იყო.

თუმცა, ნემანია ბიელიცამ მოასწრო სროლა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს გამარჯვება მოუტანა.

ევროპის ჩემპიონატის მთავარმა ფავორიტმა რიგით მეორე მატჩი მოიგო. ამჯერად ფრანგებმა ადვილად დაამარცხეს ბოსნიის ნაკრები. მათმა ლიდერმა ტონი პარკერმა კი მორიგი შეთამბეჭდავი მიღწევა მიითვალა. მართალია, სან ანტონიოს გამთამაშებელმა მხოლოდ 11 ქული მოგროვება მოახერხა, მაგრამ ახლა ის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერია. მას 1030 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილს ბერძენ ნიკოს გალისთან იყოფს, რომელმაც ევრობასკეტზე 80-იან წლებში ბრწყინავდა.

ევროპის ჩემპიონატზე 12 მატჩი გაიმართა:

A ჯგუფი

რუსეთი - პოლონეთი 79:982

ფინეთი - ისრაელი 66:79

ბოსნია - საფრანგეთი 54:81

B ჯგუფი

სერბეთი - გერმანია 68:66

ისლანდია - იტალია 64:71

თურქეთი - ესპანეთი 77:104

C ჯგუფი

ჰოლანდია - მაკედონია 71:78

სლოვენია - საქართველო 79:68

საბერძნეთი - ხორვატია 72:70

D ჯგუფი

ესტონეთი - ბელგია 55:84

ლატვია - ლიტვა 49:68

უკრაინა  - ჩეხეთი 64:78

 

 

წყარო: eurobasket2015.org

დღის ამბები