შეერთებული შტატების ღია პირველობის ქალთა თანრიგის მომდევნო ეტაპზე გაიმართება მატჩი, რომელიც ჩოგბურთის ყველა მოყვარულის უდიდესს ინტერესს იწვევს. სერენა უილიამსი, თავის დას, ვენუსს დაუპირისპირდება.
ვენუსი USOPEN-სთვის კარგად მოემზადა და ეს ანეტ კონტავაიტთან მატჩშიც დაამტკიცა. მან მეტოქე ძალიან სწრაფად 6:2, 6:1 დაამარცხა.
ასევე სამ სეტში მოიგო თავისი მატჩი სერენამაც. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მედისონ კის აჯობა - 6:3, 6:3.
ფავორიტმა მოიგო თავისი მატჩი მამაკაცთა თანრიგშიც. ნოვაკ ჯოკოვიჩმა რობერტო ბაუტისტა 4 სეტში დაამარცხა - 6:3, 4:6, 6:4, 6:3
წყარო: usopen.org