17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
კლოპი - " არ არის აუცილებელი გრანდის მწვრთნელი გავხდე"

დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მთავარი მწვრთნელის თქმით, ის კმაყოფილია მისი ამჟამინდელი მდგომარეობით და ფეხბურთში დაბრუნებას არ ჩქარობს.

გერმანელი მწვრთნელის თქმით, როდესაც საწვრთნელო კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს, რომელიმე მოკრძალებულ კლუბში მუშაობასაც არ გამორიცხავს.

"არ არის აუცილებელი რომ ჩემი მომდევნო გუნდი იყოს ევროპული გრანდი. არსებობს ბევრი საინტერესო პროექტი, სადაც მუშაობა შესაძლოა ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყოს", - განაცხადა იურგენ კლოპმა.

მიმდინარე სეზონში კლოპი დასვენებას აპირებს. ევროპული მედია მას მომავალში ლივერპულის ან არსენალის თავკაცობას უწინასწარმეტყველებს.

 

წყარო: goal.com

დღის ამბები