ამხანაგური მატჩი მადრიდის რეალის ლეგენდებსა და Laureus ვარსკვლავებს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით 6:5 დასრულდა.
შეხვედრაში ედგარ დავიდსმა დუბლი შეასრულა. პირველი გოლი კი ძალიან ეფექტური გამოდგა. ვეტერანმა ფეხბურთელმა შორეული დარტყმით გაიტანა.
დავიდსმა საფეხბურთო კარიერა 2013 წლის დეკემბერში დაასრულა. ჰოლანდიელის ბოლო კლუბი ინგლისის მეოთხე დივიზიონის კლუბი ბარნეტი იყო.
Laureus - არის პრემია, რომლითაც აჯილდოვებენ სპორტში მიღწეული განსაკუთრებული შედეგებისთვის. ის 1999 წელს დაარსდა.
წყარო: eurosport.ru
ვიდეო: ESPN.com.br