ბაიერნთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, უგუნდოდ დარჩენილი კლაუდიო პიზარო ვერდერში ითამაშებს.
პერუელმა ფორვარდმა გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ვერდერი ჩემთვის მეორე სახლია. ბედნიერი ვარ რომ კიდევ ერთხელ მომეცა ბრემენში თამაშის საშუალება", - განაცხადა პიზარომ.
კლაუდიო პიზაროსთვის ეს ბრემენულ გუნდში მეორე დაბრუნებაა. მანამდე ის ვერდერიდან ბაიერნში ორჯერ გადავიდა. პიზაროს დაბრუნება გაუხარდათ კლუბის გულშემატკუვრებსაც. 37 წლის ვეტერანს აეროპორტში ასობით ფანი დახვდა.
წყარო: Sportbild