საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2016 -ის შესარჩევი ეტაპის მატჩი ირლანდიასთან სტუმრად გამართა.
ქართველი ფეხბურთელები მეტოქესთან მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდნენ.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე ვოლტერსმა გაიტანა.
მატჩის ბოლო წუთები საქართველოს ნაკრებმა 10 ფეხბურთელით ითამაშა. ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. კახა ცხადაძეს კი სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა.