17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
საკვალიფიკაციო მატჩები – გერმანია ევრო 2016-ს უახლოვდება

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ სათამაშო დღეს ყველაზე უხვგოლიანი მატჩები D ჯგუფში გაიმართა.

გლაზგოში შოტრალდიელები დიდი ხნის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას გერმანიის ნაკრებს. თუმცა, მეორე ტაიმში მსოფლიოს ჩემპიონები უფრო კონცენტრირებულად მოქმედებდნენ და მეტოქის დამარცხება შეძლეს.

„ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. დღევანდელი მატჩი რთული იყო, რადგან გარკვეულ მომენტებში შოტლანდიელები მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში იმყოფებოდნენ. ამ მოგებით, ჯგუფიდან გასვლა პრაქტიკულად გავინაღდეთ“, - განაცხადა მატჩის შემდეგ იოახიმ ლიოვმა.

გერმანიის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მესამეზე მყოფ ირლანდიას 4 ქულით უსწრებს. საქართველოს ნაკრების გუშინდელ მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონები 8 ოქტომბერს დუბლინში შეხვდებიან. ჯგუფიდან გასასვლელად მათ ფრეც ჰყოფნით.

ამავე ჯგუფში დიდი ანგარიშით მოიგო პოლონეთმა, 17 ქულა მოაგროვა და ახლა ლიდერ გერმანიას 2 ქულით ჩამორჩება.

სულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიიფკაციო ეტაპზე 8 მატჩი გაიმართა:

D ჯგუფი

ირლანდია - საქართველო 1:0

პოლონეთი - გიბრალარი 8:1

შოტლანდია - გერმანია 2:3

F ჯგუფი

ფინეთი - ფარერები 1:0

ჩ. ირლანდია - უნგრეთი 1:1

რუმინეთი - საბერძნეთი 0:0

I ჯგუფი

სომხეთი - დანია 0:0

ალბანეთი - პორტუგალია 0:1

 

წყარო: uefa.com

დღის ამბები