17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
აშშ-ს ღია პირველობა - მარეი ტურნირს გამოეთიშა

შეერთებული შტატების ღია პირველობაზე მორიგი სენსაციის ავტორი კევინ ანდერსონი გახდა, რომელმაც 4 სეტში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ენდი მარეის მოუგო - 7:6, 6:3, 6:7, 7:6.

„ახლა რასაც ვგრძნობ სიტყვებით ვერ გამოხატავ. უნდა ვაღიარო, რომ მგონი ცხოვრებაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ კევინ ანდერსონმა, რომელიც კარიერაში პირველად ითამაშებს დიდი მუზარადის ტურნირის ნახევარფინალში. მისი მეტოქე იქნება შვეიცარიელი სტენ ვავრინკა.

მოულოდნელობის გარეშე დასრულდა ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტის მატჩი. როჯერ ფედერერმა მე-13 ნომრად განთესილ ჯონ ისნერს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო - 7:6, 7:6, 7:5.

 

 

წყარო: usopen.org

დღის ამბები