საფრანგეთმა ამხანაგურ მატჩში სერბეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 25-ე წუთზე მოხდა, როდესაც ბლეზ მატუიდიმ მეორე გოლის განატა მოახერხა.
“როდესაც დავინახე, რომ ბურთი ჩემსკენ მოფრინავდა, დარტყმა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია”, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფრანგმა ნახევარმცველმა.
მატუიდიმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მის ორ გოლს, სერბებმა მიტროვიჩის ერთი ბურთით უპასუხეს.
წყარო: lequipe.fr