17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
გლადბახი მიგრანტების დაეხმარება

მიონხენგლადბახის ბორუსია მზადაა ჩემპიონთა ლიგიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი მიგრანტების დასახმარებლად გამოიყენოს.

გლადბახელები დახარჯავენ ერთ დოლარს ჩემპიონთა ლიგის პირველ საშინაო მატჩზე გაყიდული თითოეული ბილეთიდან.

გერმანული კლუბი შეუერთდა პორტუს ინიციატივას დევიზით „ვითამაშოთ მიგრანტებისთვის“. პორტუგალიელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მონაწილეებს აქციაში ჩართვისკენ UEFA-ში გაგზავნილი ღია წერილით მოუწოდებენ.

„პორტუს ინიციატივას სიამოვნებით გავეცანით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საფეხბურთო კლუბებმა უნდა აიღონ ინიციატივა საკუთარ ხელში“, - განაცხადა გლადბახელთა ხელმძღვანელა შტეფან შიფერსმა.

გერმანელები პირველ საშინაო მატჩს სიტის წინააღმდეგ გამართავენ. მათი სტადიონი 50 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.

 

 

წყარო: borussia.de

დღის ამბები