ბარსელონა გახდა პირველი გუნდი, რომელიც ევროპული კლუბების ასოციაციამ წლის საუკეთესო გუნდად ორჯერ დაასახელა.
კატალონიელებს ჯილდო 2014-2015 წლებში მიღწეული წარმატებისთვის გადაეცა. ბარსელონამ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.
კლუბის წარმომადგენლებს ჯილდო ევროპის საკლუბო ასოციაციის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გადასცა.
პირველად ეს აღიარება ბარსელონამ 2011 წელს მოიპოვა.
წყარო: eurosport.ru