დღეს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მორიგ შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
ტურნირზე 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა ფლეი ოფში თამაშის შანსს მაინც ინარჩუნებს. ამისთვის ქართველმა კალათბურთელებმა მაკედონიის ნაკრებს მინიმუმ 5 ქულის სხვაობით უნდა მოუგოს, ხოლო თავად მაკედონია და ჰოლანდია დარჩენილ მატჩებში უნდა დამარცხდნენ.
საქართველოს და საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრა 19:50 საათზე დაიწყება.
ვიდეო: საქართველოს ნაკრებმა გუშინ ზაგრებ-არენაზე ივარჯიშა.
წყარო: GBF.ge