პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში სან-მარინოს საფეხბურთო ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში გოლი გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში სან-მარინოს მეტოქე ლიტვის ნაკრები იყო. შეხვედრის მე-7-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში სან-მარინომ ანგარიში გაათანაბრა, მატეო ვიტაიოლიმ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. შეხვედრის მიწურულს ლიტვის ნაკრებმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება - 2:1.
სან-მარინოს ნაკრები E ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
ვიდეო:digg.com
ფოტო: EURO 2016