შეერთებული შტატების ღია პირველობაზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.
სერენა უილიამსი თავის დას, ვენუს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:2, 1:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. უილიამსებს შორის ურთიერთშეხვედრებში 16:11 უპირატესობას სერენას მხარესაა. ნახევარფინალში ამერიკელი ჩოგბურთელის მეტოქე იტალიელი რობერტა ვინჩი იქნება.
მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფელისიანო ლოპესი 4 სეტში 6:1, 3:6, 6:3, 7:6 დაამარცხა. ნახევარფინალში ჯოკივიჩი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება.
წყარო:usopen.org