17 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
რუნი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ინგლისის ნაკრებმა შვეიცარიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 67-ე წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, მატჩის მიწურულს კი რუნიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ინგლისის ნაკრების ისტორიაში 50 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ბობი ჩარლტონის შედეგი გაამჯობესა.

ინგლისის ნაკრები E ჯგუფს 24 ქულით ლიდერობს. გუნდმა უკვე მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

 

 

წყარო: daylimotion.com

დღის ამბები