ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური მატჩი სტუმრად აშშ-სთან გამართა და მეტოქე 1:4 დაამარცხა.
ნეიმარმა შეხვედრაში დუბლის შესრულება შეძლო და ეროვნულ ნაკრებში 46 გოლი აქვს გატანილი. 23 წლის ფეხბურთელს ამისთვს 67 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
ბრაზილიის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ნეიმარი 2 გოლით ჩამორჩება ზიკოს, ხოლო პელეს ეროვნული ნაკრების მაისურით 77 გოლი აქვს გატანილი.
წყარო: si.com