ჯონ ტერიმ ჟოზე მოურინიო საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
„ჟოზე მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც მიმუშავია. მზად ვარ მის გამო ავტობუსსაც კი შევუვარდე", - განაცხადა ტერიმ Daily Express- სთან საუბარში.
ჯონ ტერი ლონდონური კლუბის შემადგენლობაში 1998 წლიდან ირიცხება. გუნდის რიგებში ინგლისელმა მცველმა 672 მატჩი ჩაატარა და 62 გოლის გატანა შეძლო.
წყარო: eurosport.ru