17 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
საქართველოს სუმოისტთა ნაკრების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სუმოისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.

ქართველი სუმოისტების ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გიორგი მეშვილდიშვილმა და ავთანდილ ცერცვაძემ მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირი 18-წლამდე სპორტსმენებს შორისაც ჩატარდა, სადაც შამილ გოგოჭურმა ვერცხლის, გიორგი სისვაძემ კი ბრინჯაოს მედალის მოპოვება მოახერხეს.

სუმოს მსოფლიოს ჩემპიონატში 30 ქვეყანა მონაწილეობდა.

დღის ამბები