საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა ჰოლანდია 68:65 დაამარცა. შედეგად საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იგორ კოკოშკოვის მიერ მომზადებული გუნდისთვის საბერძნეთის წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვება მაკედონიასთან და მასპინძელ ხორვატიის ნაკრებთან მოიპოვეს .
მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტვის ნაკრები იქნება. შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედარაციის Facebook-ის გვერდი.