სანაკრებო პაუზის დროს მადრიდის რეალის კოლუმიელმა შემტევმა, ხამეს როდრიგესმა ტრავმა მიიღო და კლუბს 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
როდრიგესი ესპანეთის ჩემპიონატში ესპანიოლთან, გრანადასთან, მალაგასთან და ატლეტიკოსთან გასამართ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ასევე, კოლუმბიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურს გამოტოვებს.
წყარო: AS.com