დავიდ დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა.
„მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. მანჩესტერი განსაკუთრებული კლუბია და იდეალური ადგილია ჩემი კარიერის განვითარებისთვის. ყველაფერს გავაკეთებ , რომ თანაგუნდელებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“,- განაცხადა დე ხეამ.
ესპანელი მეკარე იუნაიტედში 2011 წლიდან ირიცხება და გუნდის შემადგენლობაში 175 მატჩი აქვს ჩატარებული.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს, დე ხეა მადრიდის რეალში გადადიოდა, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერის დარეგისტრირება ვერ მოახერხა.
წყარო: Manutd.com